მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა უნივერსიტეტში ISEN Lille - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა უნივერსიტეტში ISEN Lille - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

15-02-2021

2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი) უნივერსიტეტი ISEN Lille - Higher Institute for Electronics and Digital Training (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.


შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2021
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 აპრილამდე.

უნივერსიტეტ ISEN ლილში ერაზმუს+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტ ISEN ლილში.

პრიორიტეტულია ჩაშენებული ელექტრონიკის, დიდი მონაცემების (Big Data), პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერინგის მიმართულებები. აპლიკანტებს გავლილი უნდა ჰქონდეთ ელექტრონიკის, მათემატიკის, ფიზიკის, ინფორმატიკის სასწავლო კურსები).


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11