მიმდინარე წლის 26 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ-ის მეწარმეობის დღე“ მესამედ, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
ღონისძიება კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-3 წლის პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში გაიმართება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს, კურსდამთავრებულს, აკადემიური წრებისა თუ ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც დაინტერესებულია ღონისძიების თემატიკით, აქვს ინოვაციური სამეწარმეო იდეა ან ზოგადად, სურს გაიღრმავოს სამეწარმეო ცოდნა, მეტი შეიტყოს მეწარმეობის, ინოვაციებისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, შეუძლია დაესწროს „სტუ-ის მეწარმეობის დღეს" და გახდეს მისი მონაწილე.
ღონისძიება ჩატარდება ონლაინ ფორმატში, Zoom პლატფორმის მეშვეობით, ერთი დღის განმავლობაში. გაიმართება 4 სხვადასხვა სესია, რომელსაც გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები და მოდერატორები.
სესიებზე განსახილველი თემებია:
ღონისძიების დასასრულ, მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი - ქართულ-ბრიტანული სერტიფიკატები.
ღონისძიების მონაწილეები, ასევე, მიიღებენ ინფორმაციას პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ სამომავლო გეგმების შესახებ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
განაცხადები მიიღება 23 თებერვლის 23:59 საათამდე.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSehjTmgOAsXK0JKTRPPTEbebfONBBgITvK7VWTy_Zj42np83Q/viewform
პროექტს ახორციელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური - სტუ-ისა და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან კოორდინაციაში. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უწევს სტუ-ის ინოვაციების ცენტრი.
ღონისძიებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სტუ-ის ინოვაციების ცენტრს - მისამართზე: სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი N221, N223 ან სტუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას.
შეკითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების საჭიროების შემთხვევაში, მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვიკავშირდით - ტელ.: (032) 2 36 51 29