მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მობილობით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მობილობით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

12-02-2021



ინფორმაცია რეგისტრაციის ვადების, მობილობის მსურველის განცხადებისა და დოკუმენტაციის შესახებ

მოხარული ვიქნებით, თუ სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელებთ! 

გაწვდით ინფორმაციას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით ჩარიცხვის შესახებ თქვენს შემდგომ ნაბიჯებზე. 

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის (მეორე) სემესტრიდან მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმარომლებმაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შედეგადსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის (სტუ) საბაკალავროსამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს2021 წლის 12-დან 15 თებერვლის 17:00 საათის ჩათვლით, სტუ-ის სწავლების დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე -  study@gtu.ge  უნდა  გაგზავნონ:


მობილობის მსურველებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ:

  1. შეგიძლიათ განცხადების ფორმა (ვორდის ფაილი) ჩამოტვირთოთ, შეავსოთ ან მთლიანად ხელით დაწეროთ, შემდეგ მობილური ტელეფონით გადაუღოთ ფოტო ან დაასკანეროთ და მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მობილობისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად გაგზავნოთ;
  2. აუცილებლად უნდა შეავსოთ განცხადების ყველა ველი.
  3. ჩათვლილი კრედიტებისა და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტი მობილობის მსურველ პირს გაუგზავნის განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, არა უგვიანეს 2021 წლის 17 თებერვლის 12:00 საათისა. ასევე, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი ინფორმაციის შესახებ დამატებით აცნობებს sms-ით, განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
  4. მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუყოვნებლივ განაცხადოს თანხმობა ან უარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით გადასვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მობილობის წესით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი ჩარიცხვის შესახებ.
  5. ბრძანება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა.
  6. მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტთან გააფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ (2021 წლის 1 მარტიდან).
  7. სტუდენტმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა წარდგინოს პირადი საქმე (მობილობისთვის საჭირო დოკუმენტაციის დედნები) და ერთი სემესტრის სწავლის საფასურის (1125 ლარი) დამადასტურებელი ქვითარი.

    იხილეთ: ინსტრუქცია სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გადახდის შესახებ https://gtu.ge/News/15400/
  8. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მობილობის მსურველს შეუძლია მიმართოს შესაბამისი ფაკულტეტის საკონტაქტო პირს

იხილეთ: საკონტაქტო ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიხედვით

ცნობისათვის: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ 2021 წლის 8 თებერვალს დასრულდა. 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგები პორტალზე 12 თებერვალს გამოქვეყნდება. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებებს გისურვებთ!


 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11