სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის 2021 წლის I საერთო ყრილობა

სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის 2021 წლის I საერთო ყრილობა

08-02-2021

3 თებერვალს, ახლად არჩეული სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის I საერთო ყრილობა ელექტრონულ პლატფორმა Zoom-ში ჩატარდა.

საერთო ყრილობაზე სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ფაკულტეტზე ჩატარებული არჩევნების შედეგები გააცნო.


საერთო ყრილობაში მონაწილე დელეგატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი გიორგი ნანიტაშვილი აირჩია.

საერთო ყრილობაზე ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელები და გამგეობის წევრები წარადგინეს:

სამშენებლო ფაკულტეტის თავმჯდომარე გიორგი ჩირგაძე;

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის თავმჯდომარე ირაკლი გუგუშვილი;

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის თავმჯდომარე მამუკა ჯმუხაძე;

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭაღალიძე;

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის თავმჯდომარე ლევან ბლიაძე;

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის თავმჯდომარე აკაკი ღვინჯილია;

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თავმჯდომარე ირაკლი ოშორიძე;

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის თავმჯდომარე თომა ხაბეიშვილი;

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავმჯდომარე არჩილ ბაბუნაშვილი;

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის თავმჯდომარე ლევან კალანდია;

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის თავმჯდომარე რატი ტყემალაძე;

დიზაინის საერთაშორისო სკოლის თავმჯდომარე მადინა გასანოვა;


 

სიახლეებში დაბრუნება