2021 წლის 1 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 4 ფაკულტეტზე სტუდენტური თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნები ელექტრონულ ფორმატში ჩატარდა.
სტუდენტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ელექტრონულ პლატფორმა polys.me-ს მეშვეობით ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული უნიკალური ბმულით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთხელ.
საარჩევნო ელექტრონული პლატფორმა polys.me არის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი სანდოობის მქონე პოლონური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ჩატარდა სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 1 თებერვლის სხდომაზე შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 ფაკულტეტზე 2021 წლის 1 თებერვალს ელექტრონული ფორმით ჩატარებული სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და დაადგინა:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელ ოქმი.