საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კონტიგენტისათვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კონტიგენტისათვის

02-02-2021

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი იწყებს პროექტს - იხილეთ ბმული: https://cordis.europa.eu/project/id/870232 - საფუძვლების მოსამზადებლად EURAXESS-ში საქართველოს ეფექტური და ქმედითი ჩართულობისათვის, რათა ხელი შეუწყოს ცოდნის თავისუფალ მოძრაობას ევროპის მასშტაბით.

გთხოვთ, გაეცნოთ პროექტის მიზანსა და დანიშნულებას და თვალყური ადევნოთ მის მიმდინარეობას. გარდა ამისა, შეიქნება სპეციალური გვერდი, სადაც რეგულარულად განთავსდება ინფორმაცია.


პროექტის მოკლე აღწერილობა

პროექტის სათაური: „Euraxess Georgia Network Startup“ (ევრაქსეს-საქართველოს ქსელის სტარტაპი) 

აბრევიატურა: EuGeNeS 

პროექტის ნომერი: 870232 

პროექტის ხანგრძლივობა: 36 თვე

პროექტის ბიუჯეტი: 200 000 ევრო

პროექტის განმახორციელებელი: საქართველოში Euraxess-ის წარმომადგენელი და EuGeNeS პროექტის კოორდინატორი - სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.  

EURAXESS-საქართველოს ქსელის სტარტაპის (შემდგომში EuGeNeS) პროექტის მისიაა მომზადოს საფუძვლები EURAXESS-ში საქართველოს ეფექტური და ქმედითი ჩართულობისათვის, რათა ხელი შეუწყოს ცოდნის თავისუფალ მოძრაობას ევროპის მასშტაბით და შეიტანოს წვლილი მკვლევართათვის საერთო ევროპული სამუშაო ბაზრის შექმნაში. პროექტის მიზანია დაფუძნდეს EURAXESS-საქართველო, რომელიც იფუნქციონირებს ყველა ეროვნულ ქსელთან ჰარმონიულად და ხელს შეუწყობს მკვლევართა მობილობას, კარიერულ განვითარებას და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას ეროვნულ დონეზე. 

ამ მიზნის მისაღწევად პროექტი ისახავს შემდეგ სპეციფიურ მიზნებს: 

  1. EURAXESS სერვის ცენტრის დაარსება EURAXESS-ის ქართულ წარმომადგენლობაში, რომელსაც ექნება წამყვანი როლი ეროვნულ დონეზე, მოახდენს EURAXESS-ის ქსელის კოორდინირებასა და წარმოადგენს საქართველოს ევროპულ დონეზე; 
  2. EURAXESS საქართველოს ქსელის შექმნა და სრულად ფუნქციონირება, რომელიც წარმოდგენილი იქნება: EURAXESS-ის ქართულ წარმომადგენლობისგან, EURAXESS-ის სერვის ცენტრისგან და EURAXESS-ის საკონტაქტო პირებისგან (ECP), რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც მობილურ, ასევე არა-მობილურ მკვლევრებს კარიერული განვითარებისათვის საჭირო სრულყოფილი ინფორმაციითა და პერსონალიზებული სერვისებით ევროპული ხარისხისა სტანდარტების შესაბამისად; 
  3. სრულად მოქმედი საქართველოს ეროვნული EURAXESS-ის ვებ-გვერდის შექმნა-განვითარება, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროპულ EURAXESS პორტალში. ვებ-გვერდზე განთავსდება 6 კატეგორიის ინფორმაციას:
    1) სამუშაო ვაკანსიები და დაფინანსება,
    2) ინფორმაცია და სერვისები,
    3) ევრაქსესის ქართული ქსელი;
    4) კარიერული განვითარება,
    5) პარტნიორობა,
    6) სიახლეები და ღონისძიებები; 
  4. ქართული ეროვნული EURAXESS-ის პორტალის კარგად აპრობირება, პოპულარიზაცია და მისი, როგორც უტყუარი ინფორმაციის სამედო წყაროდ ჩამოყალიბება მკვლევართა მობილობისა და კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, რომლის მომხმარებელი იქნებიან მობილური (საქართველოში შემოსული, საქართველოდან მიმავალი) და არამობილური მკვლევრები, კარიერული განვითარების მსურველი მკვლევრები, ასევე კვლევებზე ორიენტირებული ორგანიზაციები. 
  5. არამობილური მკვლევრების, მობილური მკვლევრებისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე  კარიერული განვითარების მსურველი მკვლევრებისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაციითა და პერსონალიზებული სერვისებით უზრუნველყოფის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ინსტიტუციონალიზაცია; EURAXESS საქართველოს ქსელის მდგრადობის ხელშეწყობა და ქართული ეროვნული EURAXESS-ის ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა პროექტის დასრულების შემდეგ.




 

სიახლეებში დაბრუნება