მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პარიზი-საკლეს უნივერსიტეტი - Erasmus Mundus ერთობლივ სამაგისტრო ხარისხის პროგრამები

პარიზი-საკლეს უნივერსიტეტი - Erasmus Mundus ერთობლივ სამაგისტრო ხარისხის პროგრამები

28-01-2021 პარიზი-საკლეს უნივერსიტეტი (Université Paris-Saclay) (პარიზი, საფრანგეთი) კოორდინაციას უწევს Erasmus Mundus ერთობლივ სამაგისტრო ხარისხის პროგრამას და თითოეულ პროგრამისთვის აცხადებს 20 სრულად დაფინანსებულ სტიპენდიას საერთაშორისო სტუდენტებისათვის:

- LASCALA სამაგისტრო პროგრამა ფიზიკაში, რომელიც მოიცავს ფიზიკასა და ფართო მასშტაბის ობიექტების სოციალურ გამოყენებას, როგორებიცაა ნაწილაკების ამაჩქარებლები და მაღალი სიმძლავრის ლაზერები;

- SERP+ სამაგისტრო პროგრამა ქიმიაში, ფიზიკურ ქიმიასა და მასალათმცოდნეობაში, რომელიც მოიცავს განახლებად ენერგიებს, მწვანე ქიმიას, რადიაციულ ეფექტებს, ნანომასალების ინდუსტრიასა და ნანო მედიცინას.

ორივე სამაგისტრო პროგრამა ისწავლება ინგლისურ ენაზე და არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს: საზაფხულო სკოლა მეცნიერების მენეჯმენტსა და ბიზნესზე, კვლევითი პლატფორმები და ექვსთვიანი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.

სწავლება ტარდება ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და სტუდენტებს გადაეცემათ რამდენიმე დიპლომი მათ მიერ არჩეული მობილობის შესაბამისად.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე, შესაბამის LASCALA და SERP+ პროგრამების ვებგვერდებზე.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11