ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვებინარი გაიმართება

ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვებინარი გაიმართება

27-01-2021

27 იანვარს, 14:00 საათზე, ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და სახალხო დამცველის Facebook გვერდების პირდაპირ ეთერში ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს სახალხო დამცველის, მასთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, ევროპის საბჭოს ოფისის და USAID-ის მიერ.

ღონისძიება მიზნად ისახავს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენებას, ამ მოვლენის კიდევ ერთხელ გააზრებას და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ დისკუსიის წარმართვას. ამასთან, შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება დაეთმობა ქართველებისა და ებრაელების თანაცხოვრების საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტების გახსენებას.

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ასევე აქ.

ღონისძიების დღის წესრიგი:

 

სიახლეებში დაბრუნება