26-01-2021

სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკის ფარგლებში, შემოდგომის (I) სემესტრის სასწავლო აქტივობებისა და ლაბორატორიული მეცადინეობების აღდგენა, ასევე, შუასემესტრული გამოცდების ჩაბარება მოხდება:
- მე-17 და მე-18 კვირებში, 2021 წლის 1-დან 13 თებერვლის ჩათვლით.
- შესაბამისი ცხრილები წინასწარ განთავსდება დისტანციური სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.ge და აკადემიური მოსწრების გვერდზე - leqtori.gtu.ge
ცნობისათვის: შუასემესტრული გამოცდების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, ვინც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო შუასემესტრული გამოცდების მე-11 კვირაში (7-13 დეკემბერი) ჩაბარება.
სტუდენტებს, ასევე, გთხოვთ გაითვალისწინონ შემდეგი:
- პირველი სემესტრის ონლაინ ლექციები ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის ჩატარდება 2021 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
- დოკუმენტური მასალის ჩაბარება მოხდება მე-17 – 20 კვირებში, 1-დან 27 თებერვლის ჩათვლით, სასწავლო კურსის შესაბამის დასკვნით გამოცდამდე.
- დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 15-დან 27 თებერვლის ჩათვლით. საგამოცდო ცხრილები წინასწარ განთავსდება დისტანციური სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.ge და აკადემიური მოსწრების გვერდზე - leqtori.gtu.ge
დამატებითი გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 1-დან 6 მარტის ჩათვლით. დამატებითი გამოცდების ცხრილები წინასწარ განთავსდება დისტანციური სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.ge და აკადემიური მოსწრების გვერდზე - leqtori.gtu.ge
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებებს გისურვებთ!
სიახლეებში დაბრუნება