ასოცირებული პროფესორ-ემერიტუსის, ბატონი კუკური გრიგალაშვილის ხსოვნას

ასოცირებული პროფესორ-ემერიტუსის, ბატონი კუკური გრიგალაშვილის ხსოვნას

21-01-2021

 საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დიდი დანაკლისი განიცადა - 90 წლის ასაკში გარდაიცვალა დამსახურებული ჰიდრავლიკოსი, გამორჩეული პიროვნება, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორ-ემერიტუსი კუკური გრიგალაშვილი.

 ბატონი კუკური გრიგალაშვილი 1960 წლიდან მუშაობდა ჯერ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტზე დოცენტის, ხოლო 2006 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე   ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე. ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და  სასწავლო მეთოდური მითითებისა „ჰიდრავლიკაში“. ასოცირებული პროფესორი კუკური გრიგალაშვილი დიდი სიყვარულითა და პროფესიონალიზმით, ერთგულად ემსახურებოდა მშობლიურ უნივერსიტეტს, ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის, ხოლო შემდეგ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტს. არასოდეს უღალატია პედაგოგის პროფესიისთვის, ზნეობრივი პრინციპებისა და კოლეგიალობისთვის. იყო ერთგული, ყურადღებიანი მეგობარი და პედაგოგი. ის დააკლდა ფაკულტეტს, სტუდენტებს, კოლეგებს და დაგვიტოვა დიდი ადამიანური სითბო.    

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს ასოცირებული პროფესორ-ემერიტუსის, ბატონი კუკური  გრიგალაშვილის ოჯახს.


 

სიახლეებში დაბრუნება