მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში

მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში

20-01-2021 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფ. დავით ნატროშვილისა და თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. გიორგი ჯაიანის რედაქტორობით გამომცემლობა Springer-მა (Springer Proceedings in Mathematics & Statistics, ტომი 334) გამოაქვეყნა წიგნი „მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში“ (Applications of Mathematics and Informatics in Natural Sciences and Engineering).

Springer Proceedings in Mathematics & Statistics სერია მოიცავს ვორქშოპებისა და კონფერენციების შერჩეულ მასალებს, რომელიც ეხება მიმდინარე კვლევებს მათემატიკასა და სტატისტიკაში. მოცემულ ტომში გაერთიანებულია 14 რეცენზირებული სტატია მეოთხე საერთაშორისო კონფერენციიდან „მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში (AMINSE 2019), რომელიც ჩატარდა თსუ-ს ილია ვეკუას სახელობის გამოყენებით მათემატიკის ინსტიტუტში 2019 წლის 23-26 სექტემბერს.

წიგნში შესული სტატიები ეხება კვლევებსა და მიღწეულ შედეგებს ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო მიმართულებებში, როგორიცაა გამოყენებითი მათემატიკა, ინტეგრალური განტოლებები, ვარიაციული მეთოდები,  უწყვეტი გარემოს მექანიკა , მათემატიკური მოდელირება სოციალური მეცნიერებებში, რაოდენობრივი ანალიზი, ფინანსური მათემატიკა, ალბათობისა და სტატისტიკის თეორია, მათემატიკური ლოგიკა, და ლის ალგებრა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11