მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ

მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ

18-01-2021


გაცნობებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის უნივერსიტეტებს შორის მობილობის პროცესი 28 იანვრიდან დაიწყება.

შესაბამისად, 2021 წლის 28 იანვრიდან 8 თებერვლის 18:00 საათამდე შესაძლებლობა მოგეცემათ დარეგისტრირდეთ მობილობის ელექტრონულ პორტალზე - https://students.emis.ge/ და შეაჩიოთ მობილობისთვის სასურველი უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო პროგრამა.

გარე მობილობის პროცესის და თებერვალში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარე მობილობით ჩარიცხული სტუდენტების რეგისტრაციის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე.

რაც შეეხება შიდა მობილობას, გაცნობებთ, რომ ეს პროცესი შემოდგომის სემესტრისთვის დაიწყება. აღნიშნულის შესახებ განთავსდება დამატებითი ინფორმაცია.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11