15-01-2021
FAO და უნგრეთის მთავრობა სასწავლო სტიპენდიის მისაღებად, სენტ იშტვანის უნივერსიტეტში (SZIU), 2021-2022 სასწავლო წელს სწავლის მსურველთათვის კონკურსს აცხადებს.
სტიპენდიები გათვალისწინებულია სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის, შემდეგ სასწავლო მიმართულებებზე:
- სასოფლო სამეურნეო წყლის მართვის ინჟინერია
- მცენარეთა დაცვა
- მარცვლეული კულტურების წარმოება
სტიპენდია ითვალისწინებს: საბუთების შეტანის, სწავლის საფასურის და ძირითადი სახელმძღვანელოების საფასურის დაფარვას; საერთო საცხოვრებლის საფასურის, საარსებოდ საჭირო თანხისა და ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურის დაფარვას.
სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სტიპენდიისმიღების კონკურსში მონაწილეობის მიღება 40-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტს შეუძლია, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს.
სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შემდეგი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ:
- მონაწილე ქვეყნის მოქალაქეობა
- გამორჩეული სასწავლო მიღწევები
- ინგლისური ენის ცოდნა
- სწავლის მოტივაცია
- ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა
- ასაკი (სასურველია 30 წლამდე).
სწავლის პროცესი 2021 წლის სექტემბერში დაიწყება. განცხადებების მიღების ვადებია: 2021 წლის 15 იანვარი - 28 თებერვალი.
განაცხადის ფორმის შესავსებად და დამატებითი დეტალური ინფორმაციის მისაღებადგადადით
ბმულზე
სიახლეებში დაბრუნება