საქართველოს სტუდენტური პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი იწყებს წევრების მიღებას

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი იწყებს წევრების მიღებას

14-01-2021 სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის შესაძლებლობაა, მიიღონ გამოცდილება საპარლამენტო საქმიანობაში.

აღნიშნული ადმინისტრაციაში სტუდენტები შეძლებენ იმსჯელონ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. უშუალოდ დაესწრონ სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას, ჩაერთონ საკითხების კვლევაში, მიიღონ მონაწილეობა დებატებსა და სხვადასხვა აქტივობაში. ეს არის უნიკალური შანსი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაშიც ჩაერთო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წევრებთან ერთად - ეს იყო ,,შრომითი კოდექსის რეფორმა'', რომელსაც ხელმძღვანელობდა დიმიტრი ცქიტიშვილი. ასევე მონაწილეობა "კატის" გამოცდების გაუქმების პროცესში.

ეს ადმინისტრაცია გამორჩეულია იმითაც, რომ აქტიურად თანამშრომლობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან და უშუალო შეხება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან.

კომიტეტი შექმნილია ყველა პირობა, რომ სტუდენტებმა გუნდურად იმუშაონ სხვადასხვა სახის ინიციატივასა და თემატური პროექტების განხორციელებაზე.

საპარლამენტო სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს.

თუ გაინტერესებთ ქვეყანაში მიმდინარე აქტიური პროცესები და ფიქრობთ, წვლილი შეიტანოთ საქართველოს განვითარებაში, მაშინ ეს პროექტი თქვენთვისაა. პროექტში მონაწილეობა უფასოა.

წევრების მიღება დასრულდება 2021 წლის 31 იანვარს. აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc6T__NTVyRrFSnye_tgJ2mh71YYBxbPuHfLWqIOVQ9k4AkoQ/viewform?fbclid=IwAR1jkVLVzhUs73E-OvLQv7UC6yxXwG7MPiDWd_eudZs7mMZMDhqWc8sjZig

შერჩეულ მონაწილეებს დაუკავშირდებიან აპლიკაციის შევსებიდან 1 კვირაში.

პროექტის ერთი სემესტრის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, გადმოგეცემათ სერტიფიკატი, ხოლო სრული კურსის წარმატებით დახურვისას სტაჟირების დამადასტურებელი დიპლომი.


 

სიახლეებში დაბრუნება