ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შესახებ

ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შესახებ

12-01-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები განმეორებით ჩატარდება მიმდინარე წლის 1 თებერვალს, ელექტრონულ (ონლაინ) ფორმატში, შემდეგ ფაკულტეტებზე:

  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - 77 მანდატი
  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი - 42 მანდატი
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - 113 მანდატი
  • აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი - 14 მანდატი.

კანდიდატთა რეგისტრაცია საფაკულტეტო საარჩევნო კომისიებში, სტუდენტური თვითმმართველობის დებულების შესაბამისად, 2021 წლის 18-დან 25 იანვრის ჩათვლით წარიმართება.

სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის 2021 წლის 12 იანვრის სხდომის დადგენილება

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სტუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას, მისამართზე:

თბილისი, მერაბ კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი #251-253

ან დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 032 236 51 29


 

სიახლეებში დაბრუნება