საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის საახალწლო-საშობაო მიმართვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის საახალწლო-საშობაო მიმართვა

31-12-2020


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ძვირფას სტუდენტებს, პროფესორ- მასწავლებლებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ ქრისტეს შობის დღესასწაულს და ახალ 2021 წელს!

გასული წელი იყო რთული - ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა უნივერსიტეტის ცხოვრებაში. მოგვიხდა სრულად დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადასვლა და სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა ამ სრულიად ახალ ვითარებაში. სწრაფად ცვალებად გარემოში უნივერსიტეტის სიძლიერე მრავალმხრივ გამოიკვეთა - ჩვენ მოკლე დროში მაქსიმალურად შევძელით ურთულესი პრობლემების მოგვარება.

უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, უნივერსიტეტის დიდი კოლექტივის თითოეულ წევრს და ყოველ სტუდენტს იმისათვის, რომ თქვენი წვლილი შეიტანეთ უნივერსიტეტის გამართულ და ეფექტურ მუშაობაში. გმადლობთ პროფესიონალიზმის, მოთმინებისა და კრიზისულ სიტუაციებში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის.

ახალი წელი ყველა ჩვენგანისთვის არის აღორძინებისა და ოპტიმიზმის სიმბოლო, ახალი წარმატებისა და მიღწევების დასაწყისი. რაც არ უნდა რთული ყოფილიყო გასული წელი, მე მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სიყვარულითა და მომავლის რწმენით, ერთად მივაღწევთ მრავალ ახალ წარმატებას და უფრო მეტად გავძლიერდებით!

კიდევ ერთხელ გილოცავთ! ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წინსვლასა და უფლის მფარველობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,

დავით გურგენიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი


 

სიახლეებში დაბრუნება