2020 წლის 25 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 12 ფაკულტეტზე გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ელექტრონულ ფორმატში. სტუდენტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ელექტრონულ პლატფორმა polys.me-ს მეშვეობით ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული უნიკალური ბმულით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთხელ.
საარჩევნო ელექტრონული პლატფორმა polys.me არის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი სანდოობის მქონე პოლონური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ჩატარდა სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 12 ფაკულტეტზე 2020 წლის 25 დეკემბერს ელექტრონული ფორმით ჩატარებული სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და დაადგინა:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი