25-12-2020
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უნივერსიტეტების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ვაკანსიას აცხადებს გეოინფორმაციული სისტემების მიმართულებით - გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტები (GIS).
მსურველებმა ვაკანსიის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე საკუთარი რეზიუმე უნდა გადააგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე hr@napr.gov.ge 2021 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
ორგანიზაცია - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ვაკანსია - ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავი/ამზომველი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
შრომის ანაზღაურება - განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით (1000-დან 2000 ლარამდე (დარიცხული))
ფუნქციები :
- სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება;
- საველე-საამზომველო სამუშაოებში მონაწილეობა და მონაცემების დამუშავება;
- დამუშავებული და მომზადებული მასალების უფლებამოსილი პირებისა თუ უწყებებისთვის მიწოდება;
- გეომონაცემთა ბაზებთან და გეოინფორმაციულ სისტემებთან მუშაობა.
მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება -
გეოგრაფია/გეოდეზია/კარტოგრაფია/ტოპოგრაფია/გეოინფორმატიკის მიმართულებით; · სასურველია სამუშაო გამოცდილება - საველე ტოპო-გეოდეზიური და საკადასტრო სამუშაოების მიმართულებით;
- გეოინფორმაციული სისტემის (GIS) პროგრამული პაკეტების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
- საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ";
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N 388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერთიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანება.
კონკურსის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@napr.gov.ge 2021 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავი/ამზომველი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
სიახლეებში დაბრუნება