სტუ
12 ივნისს სტუ-ს სტუდენტური კლუბის “იურისტთა ალიანსის” ორგანიზებით, სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის და ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი. პროცესი 2007 წელს შემუშავებული ახალი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” და მიმდინარე ცვლილებების მიხედვით ჩატარდა.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უცხოა ქართული პრაქტიკისათვის. მიგვაჩნია, რომ პრაქტიკაში განხორციელებისათვის საზოგადოება და მით უფრო სტუდენტობა კანონპროექტის ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებში აქტიურად უნდა ჩაერთოს.
პროცესში 11 იურისტი სტუდენტი მონაწილეობდა:
მოსამართლე
: გიორგი მთიულიშვილიბრალდება
: თამუნა ურუშაძე ნიკოლოზ ასვანუა გიორგი ლილუაშვილიდაცვა
: ჯარჯი წიკლაური შოთა კახიძე თემურ დუნდუაპროცესში
ასევე მონაწილეობდნენ: ვახტანგ გაფრინდაშვილი გვანცა კვენეტაძე კარლო სუხიტაშვილი ქეთევან ჩხიკვაძე პროცესში მონაწილე სტუდენტები სერთიფიკატებს მიიღებენ, ხოლო საუკეთესონი დაჯილდოვდებიან. დაჯილდოება 25 ივნისს სტუ-ს VI კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართება, სადაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით დებატები და ფილმის ჩვენება მოეწყობა.“
იურისტთა ალიანსი” მადლობას უხდის ზვიად როგავას, ზუხრა მაცაბერიძეს და სტუ_ს სტუდენტურ თვითმმართველობას თანამშრომლობისა და პროექტის ორგანიზებაში აქტიური მხარდაჭერისათვის.“
იურისტთა ალიანსის” თავმჯდომარე გიორგი მთიულიშვილი