ბატონი ვანო გორგიძე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ინფორმატიზაციის დარგში მოღვაწეობდა; 1965-1967 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში, 1967-1971 წლებში კი - საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტში. 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა მისივე თაოსნობით შექმნილ ინფორმატიზაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს.
ბატონი ვანო გორგიძე აქტექტურული სისტემების მართვის თეორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მისი სამეცნიერო შრომები ეხება მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიას, მართვის პრობლემებს, მართვის სისტემებს, ორგანიზაციული სისტემების აგება-მართვას; ავტორიამრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი თაოსნობით საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული წიგნი გამოსცა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს ბატონი ვანო გორგიძის ოჯახს.
სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება 18 დეკემბერს, სიონის საკათედრო ტაძარში.
გამოსვენება შაბათს, 19 დეკემბერს, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან.