17-12-2020
„ევექსის ჰოსპიტლები“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სამეურნეო სამსახურის დამხმარის პოზიციაზე ვაკანსიას სთავაზობს.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ქავთარაძის 23
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულების ყოველდღიური შემოვლა, პრობლემების დაფიქსირება, ანგარიშის ჩაბარება უშუალო ხელმძღვანელთან და დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა;
- სამეურნეო და ტექნიკური კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მოგვარების უზრუნველყოფა;
- ელექტრო მეურნეობის მომსახურება;
- სანტექნიკური სამუშაოების წარმოება;
- ჟანგბადის მიწოდების სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი;
- საქვაბე სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია საშუალო განათლება;
- სასურველია ტექნიკური პროფესიული განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება სამედიცინო, ან/და სხვა დაწესებულებაში;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სხარტად აზროვნების უნარი;
- წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი, 2020
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evexhospitals.ge/ka/vacancy/sameurneo-samsaxuris-damxmare/533
„ევექსის ჰოსპიტლები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
„ევექსის ჰოსპიტლები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სიახლეებში დაბრუნება