დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის

16-12-2020

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარადგენენ, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.

ცნობილია, რომ ყოველწლიურად, სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორცილებს თვითდასაქმების საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგლებში დევნილი და ეკომიგრანტი რომელიც:

ა) არის სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 2013 -2020 სასწავლო წლების კურსდამთავრებული და/ან

ბ) არის ამავე წლების, სახელმწიფოს მიერ აღიარებული მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებული და/ან

გ) არის ამავე წლების, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი და

დ) ფლობს თვითდასაქმებად პროფესიას

აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროფესიის შესაბამისი მაქსიმუმ 3 ნივთი 2 000 ლარის ფარგლებში, თვითდასაქმების მიზნით, დამოუკიდებელი საქმიანობის წამოსაწყებად ან გასაუმჯობესებლად.

განაცხადები მიიღება 15 დეკემბრიდან  დაიწყება და  2021 წლის 29 იანვრის ჩათვლით გაგრძლდება.

განაცხადების მიღება ხორციელდება სააგენტოში და მის  ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
  • ქ. გორი, სამების ქუჩა N1;
  • ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა
  • ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27
  • ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106

ასევე, ელექტრონულად - ელ ფოსტაზე: info@idp.gov.ge .

მსურველები დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის ფორმისთვის  ეწვიეთ სააგენტოს ოფიციალურ ვებ. გვერდს www.idp.gov.ge ან დაუკავშირდით  ტელეფონის ნომრებზე: 0322 140241/43.   

პროგრამასთან დაკავშირებით საკონსულტაციო პირი: ჟუჟუნა დეკანოსიძე- 555679220.


 

სიახლეებში დაბრუნება