შპს Neuron Cyber Security – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებთან დაკავშირებით უფასო, ონლაინ ტრეინინგს სთავაზობს.
ტრენიგზე განხილული იქნება კიბერ-უსაფრთხოების საკითხები. კერძოდ: რა არის კიბერ-უსაფრთხოება და რა საშუალებები თუ მეთოდები არსებობს კიბერ-უსაფრთხოებისთვის.
დაინტრესების შემთხვევაში, გაცნობებთ რომ, ტრეინინგი ჩატარდება „Neuron Cyber Security” -სა და საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთობლივი დაგეგმარების საფუძველზე.
ორდღიანი ტრეინინგი ჩატარდება zoom-ის საშუალებით - დღეში 1,5 საათი.
ტრეინინგს წარუძღვებიან: ალექსეი პავლიდი,
(სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი) რუსეთიდან და
გიორგი დოგრაშვილი, (საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი) საქართველოდან.
ტრენიგზე დასასწრებად მსურველები უნდა დაუკავშირდნენ:
ელ-ფოსტაზე: info@neuron-cs.com
ტელეფონი: +995 555 965550