მონპელიეს უნივერსიტეტი სუპაგრო - ინგლისურენოვანი ონლაინ სასწავლო უფასო კურსები

მონპელიეს უნივერსიტეტი სუპაგრო - ინგლისურენოვანი ონლაინ სასწავლო უფასო კურსები

09-12-2020

საფრანგეთის მონპელიეს უნივერსიტეტი სუპაგრო (Montpellier SupAgro) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალ ინგლისურენოვან სასწავლო უფასო კურსებს სთავაზობს.

საზაფხულო კურსი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის (8 ECTS)
თემები:

  • საკვები, ცოცხალი ორგანიზმები, წყალი
  • ენერგეტიკა და მდგრადი მასალები
  • მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება

3-კვირიანი საგაზაფხულო კურსი გაიმართება 2021 წლის 25 მაისიდან 11 ივნისამდე.

კურსის სილაბუსი ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის ბოლოს.

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო ელ.ფოსტა: polytech-flow@umontpellier.fr

დაინტერესებული სტუდენტებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 თებერვალი.

საშემოდგომო სემესტრი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის (30 ECTS)

თემა: მდგრადობის ტრანსფორმაციების კვლევები

სასწავლო ტრეინინგ კურსი ჩატარდება 2021 წლის 6 სექტემბრიდან 17 დეკემბრამდე (26 ECTS) ან 2022 წლის 14 იანვრამდე , JRL-AT - სოფლის მეურნეობის უმცროსი გარდამავალი კვლევის ლაბორატორიაში.

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ JRL-AT- ში, აკადემიური მობილობის სტანდარტული პროცედურების გავლით, 2021 წლის 1 აპრილამდე.

თითოეული კურსის სასწავლო პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის ბოლოს.

Vinifera Euro Master სრული კურსი ან საშემოდგომო/საზაფხულო სემესტრი მაგისტრატურის სტუდენტებისთვის (27 - 30 ECTS სემესტრში)

სასწავლო კურსი ჩატარდება სექტემბრის დასაწყისიდან დეკემბრის ან იანვრის ბოლომდე (საშემოდგომო სემესტრი) ან იანვრის დასაწყისიდან ივნისის დასაწყისამდე (საზაფხულო სემესტრი) ან ორივე პერიოდში.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ ვაზი და ღვინო ერთი სემესტრის ან მთელი წლის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ აკადემიური კალენდარი და სასწავლო კურსის პროგრამა

 

სიახლეებში დაბრუნება