მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პირველი ეროვნული შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში

პირველი ეროვნული შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში

07-12-2020

9 დეკემბერს, 16:00 საათზე, Zoom- ის პლატფორმის მეშვეობით, მათთვის, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს პირველ ეროვნულ შეჯიბრში კომერციულ არბიტრაჟში  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე, მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება დასვას კითხვები და გაიგოს მეტი შეჯიბრის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მიზნით მოგვწერეთ: gaacompetitions@gmail.com (სათაურში მიუთითეთ: "საინფორმაციო შეხვედრა").

ცნობისათვის, საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აცხადებს გუნდების რეგისტრაციას  პირველი ეროვნული შეჯიბრისთვის კომერციულ არბიტრაჟში

შეჯიბრი გაიმართება USAID-ის პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ მხარდაჭერით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კომერციული სამართლისა და კომერციული არბიტრაჟის შესწავლას და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებში.

იმიტირებულ პროცესში მონაწილე გუნდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საარბიტრაჟო სარჩელის/შესაგებლის მომზადებაში და საარბიტრაჟო ტრიბუნალის წინაშე ზეპირ გამოსვლებში. მონაწილეები ასევე დაესწრებიან „საქართველოს არბიტრთა ასოციაციის“ და „არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველოს“ ერთობლივი სემინარების სერიას: „შესავალი არბიტრაჟში“ და „სამართლებრივი წერა“, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას და მათ შეჯიბრისთვის მომზადებას.

ერთი უნივერსიტეტიდან შეჯიბრში მონაწილეობა შესაძლებელია მიიღოს 1-მა გუნდმა. თითო გუნდი უნდა შედგებოდეს 2-4 მონაწილისა და არაუმეტეს 2 მწვრთნელისგან.

იმიტირებულ როცესში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა 2020 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულის საშუალებით.

შეჯიბრის ზეპირი ნაწილი გაიმართება 2021 წლის 9-11 აპრილს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11