ინოვაციური განათლების ცენტრი, ახორციელებს სხვადასხვა შინაარსისა და ხანგრძლივობის პროექტებს განათლების სფეროში საგანმანათლებლო დაწესებულებების, ტრენინგ ცენტრების, ფიზიკური პირებისა და კომპანიებისთვის.
ჩვენი ცენტრის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს განათლებაში ინოვაციურ მიდგომებს, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებასა და ავტორიზაცია/აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისად სწავლების მეთოდების დახვეწას, საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებით ქმედითი შედეგების მისაღწევად.
ინოვაციური ცენტრი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შექმნილ მიმდინარე მოდულებს:
-2 დღიანი სასერტიფიკატო ტრენინგი - "სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენება ონლაინ სწავლების დროს";
-1 დღიანი ტექნიკური ტრენინგი - "ონლაინ პლატფორმების გამოყენება სასწავლო პროცესში";
- 6 დღიანი სასერტიფიკატო პროგრამა - "ფსიქოლოგიური, ტექნიკური და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება ონლაინ სწავლებაში".
ინოვაციური განათლების ცენტრის და აღნიშნული ტრენინგ მოდულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ მიბმული PDF ფაილი.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ტრენინგი ტარდება ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაში.
ინოვაციური განათლების ცენტრის დირექტორის მარიამ დარბაიძის
საკონტაქტო ნომერი : +995 577 190 646
ინოვაციური განათლების ცენტრის მარკეტინგის და კომუნიკაციის მენეჯერის ანასტასია გოგოლაური საკონატაქტო ნომერი : 598 56 08 79