გაუთვალისწინებელი ტექნიკური მიზეზების გამო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.ge დღეს, 2020 წლის 7 დეკემბერს (ორშაბათი) დანიშნული უკლებლივ ყველა შუასემესტრული გამოცდა გადატანილია 13 დეკემბერს (კვირა). ცვლილება არ შეეხება testing.gtu.ge-ზე დანიშნულ გამოცდებს, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ტექნიკური პრობლემის დასადგენად და ოპერატიულად აღმოფხვრისთვის უკვე მუშაობს სტუ-ის ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფი.
რაც შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც დღეს, 7 დეკემბერს, შეასრულეს საგამოცდო დავალება და ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ შეძლეს მისი ატვირთვა elearning.gtu.ge-ზე, მათ შესრულებული საგამოცდო დავალებების ატვირთვის შესაძლებლობა, ასევე, 13 დეკემბერს მიეცემათ.
სტუდენტებს, ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ აუცილებლობიდან გამომდინარე, საგამოცდო კვირის ცხრილები იმ საგნებში, რომელიც ტარდება elearning.gtu.ge-ზე, დაკორექტირდება. შესაბამისად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, კორექტირებულ საგამოცდო ცხრილებს დღეს, 21:00 საათიდან გაეცნონ. testing.gtu.ge-ზე შუასემესტრული გამოცდები არსებული განრიგის მიხედვით წარიმართება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი ტექნიკური შეფერხებისთვის სტუდენტებს ბოდიშს უხდის.