ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო მოკლე ონლაინ კურსი სტუდენტებისა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალისთვის

ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო მოკლე ონლაინ კურსი სტუდენტებისა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალისთვის

04-12-2020



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, ბრიტანეთის საბჭოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ მხარდაჭერით, სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო უფასო მოკლე ონლაინ კურსს ინგლისურ და რუსულ ენებზე.

კურსი მოიცავს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ყველა ზოგად საკითხს, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების სწრაფ მიმოხილვასა და იმ მიზეზებზე ყურადღების გამახვილებას, რის გამოც ის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და კულტურულ აქტივად ითვლება დღევანდელ ცხოვრებაში და ეკონომიკაში.

კურსის შინაარსიდან გამომდინარე, მასალების გაცნობის სავარაუდო ხანგრძლივობაა 2 საათი.

საბაზისო კურსის დასრულების შემდეგ არ ტარდება გამოცდა და არ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს და მიჰყვეთ ინსტრუქციას:

https://welc.wipo.int/acrp/program/dl?cid=DL001EBC20S2

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 დეკემბერი, კურსის გავლის ბოლო ვადა კი - 18 დეკემბერი. დამატებითი ინფორმაციისთვის (რუსულ და ინგლისურ ენებზე) დაუკავშირდით კურსის ადმინისტრატორს: DL101r.academy@wipo.in


 

სიახლეებში დაბრუნება