მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს მოქალაქეებისთვის IT სპეციალისტების გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამა იწყება

საქართველოს მოქალაქეებისთვის IT სპეციალისტების გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამა იწყება

26-11-2020


საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, IT-სპეციალისტების გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამის დაწყებას აანონსებს.

IT-სპეციალისტების გადამზადების პროგრამა ხორციელდება პროფესიული განათლების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში.

დაგეგმილია 3 000 IT-სპეციალისტის გადამზადება ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში: პროგრამირება, პროექტ-მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ქსელები, მობაილ და გეიმ დეველოპმენტი და ა.შ.

IT-სპეციალისტების გადამზადების პროგრამის თითოეული კურსი მოიცავს, როგორც ინტესნიურ ტრენინგებს, ასევე, საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდას, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

პირველ ეტაპზე, დაგეგმილია 500 IT-სპეციალისტის გადამზადება, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული IT სასწავლო ცენტრი – New Horizons უზრუნველყოფს.

მსურველებისთვის კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ვებგვერდზე: www.ict.gov.ge

ტრენინგებში, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, მონაწილეობის შესაძლებლობა კურსებზე დარეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს მიეცემა.

IT-სპეციალისტების გადამზადების პროგრამით შეთავაზებული  კურსების შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:
https://ict.gov.ge/?fbclid=IwAR0JaaBpyanK-HCqLiHI4qTRCrPJZ8MaxUz-Cx0-Eox7gG-vYkbdBVgIN9I


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11