მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

25-11-2020

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას თბილისის ლაბორატორია ბეტონის წარმოების ქარხანაში სტუდენტებისთვის 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სტაჟირებაზე განიხილებიან სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office).
  • სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ან რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy_rmc@heidelbergcement.ge

დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი 2020

ამასთან, დაინტერესებულმა პირმა სათაურის ველში უნდა მიუთითოს პოზიციის დასახელება - სტაჟიორი ლაბორატორიაში.

ცნობისათვის, ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე.  კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). 

ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. ფლობს 2 ცემენტის და 14 ბეტონის მწარმოებელ ქარხანასა და 2 ტერმინალს  ქვეყნის ტერიტორიაზე.

კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11