საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

20-11-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით, უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად:


ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი (მის: თბილისი 0186, ზ. ანჯაფარიძის ქ. N5, პირველი სართული, ოთახი N130, ტელ.: 598 42 98 33):

  • ოპტიკურ–ქიმიურ კვლევათა ლაბორატორია - მეცნიერი თანამშრომლი, ერთი საშტატო ერთეული;

  • გამოთვლითი ტექნიკის ელემენტებისა და ნანომასალების განყოფილება -  მეცნიერი თანამშრომლი, ერთი საშტატო ერთეული;


I განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე. განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 21 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე ზემოთ მითითებულ მისამართზე;

  2. კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 24 დეკემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2020 წლის 25 დეკემბერს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე;

  3. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2020 წლის 25 დეკემბრის  ჩათვლით;

II. საკონკურსო პირობები

  1. კონკურსის ძირითადი პირობები:
    მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.  

  2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად  (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
    ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. შესაბამისი  კვლევითი ერთეულის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
    ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
    გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
    დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის  კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
    ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
    ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  1. კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის  შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე. 

  2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით)  კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.

  3. კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.


 

სიახლეებში დაბრუნება