ჩანდიგარის უნივერსიტეტი - ონლაინ სემესტრული პროგრამა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის

ჩანდიგარის უნივერსიტეტი - ონლაინ სემესტრული პროგრამა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის

21-11-2020 ინდოეთის ჩანდიგარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი აცხადებს ონლაინ სემესტრულ პროგრამას დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, როგორც სტუდენტების კარიერის ინტერნაციონალიზაციის ალტერნატივას და იწყებს ნომინაციების მიღებას ონლაინ გაცვლითი პროგრამისთვის.

სემესტრის თარიღები 2021 წ:

საგაზაფხულო მიღება - სემესტრის დასაწყისი: 2021 წლის 15 იანვარი (სავარაუდო);
სემესტრის დასასრული: 2021 წლის მაისის შუა რიცხვები.

შემოდგომის მიღება - სემესტრის დასაწყისი: 2021 წლის 21 აგვისტო (სავარაუდო);
სემესტრის ბოლოს: 2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვები (სავარაუდო).

ნომინაციების მიღების ბოლო ვადა:
გაზაფხულის სემესტრისთვის - 2020 წლის 30 ნოემბერი
შემოდგომის სემესტრისთვის - 2021 წლის 15 აპრილი.

სწავლა ამჟამად მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში, მხოლოდ ინგლისურ ენაზე შეთავაზებულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამების კურსებზე.

სააპლიკაციო დოკუმენტები
  • აპლიკაციის დასკანირებული ფორმა
  • ოფიციალური ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე
  • ფოტო JPG. ფორმატით
  • მოქმედი პასპორტის სკანირებული ასლი (ძალაშია მინიმუმ 6 თვის შემდეგ საზღვარგარეთ სემესტრის სავარაუდო დასრულებიდან)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი
  • CV
  • სამოტივაციო წერილი.
სასწავლო კურსების შერჩევისათვის დაინტერესებული აპლიკანტები უნდა დაუკავშირდნენ ჩანდიგარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს ელ.ფოსტაზე: int.admissions@cumail.in.

სასწავლო ხელშეკრულების გაგზავნა საჭიროა სხვა აუცილებელ საბუთებთან ერთად, ერთ pdf ფაილში, ელექტრონული ფოსტით, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში (int.admissions@cumail.in).

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებიხილეთ ჩანდიგარის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება