19-11-2020
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I, II, III, IV, VI და VIII სასწავლო კორპუსებში, ასევე, გურამიშვილის გამზ. N 17-ში მდებარე სასწავლო XI კორპუსში საარჩევნო უბნები განთავსდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების თანახმად, 2020 წლის 20 ნოემბერს არ ჩატარდება სწავლების ის კომპონენტები (ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები), რომელიც ჩამოთვლილ სასწავლო კორპუსებში ხორციელდება. დანარჩენი სასწავლო პროცესი 20 ნოემბერს დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
ცნობისათვის, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი - 21 ნოემბერი - ოფიციალურად გამოცხადებულია უქმე დღედ. შესაბამისად, 21 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლაბორატორიულ-პრაქტიკული და დისტანციური სასწავლო აქტივობები არ შედგება.
გაცდენილი მეცადინეობების აღდგენა მოხდება მიმდინარე სემესტრის შუასემესტრულ გამოცდებამდე.
სიახლეებში დაბრუნება