საერთაშორისო კონფერენცია - „სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“

საერთაშორისო კონფერენცია - „სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“

19-11-2020 15 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით იგეგმება I საერთაშორისო კონფერენცია სახლწოდებით - „სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“.

კონფერენციის მიზანია,  საგანმანათლებლო სივრცეში, მკვლევარების და განათლების ექსპერტების მიერ, სწავლება/სწავლის პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ხელშეწყობა.

კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლები  როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი განათლების ექსპერტები იქნებიან. 

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 30 ნოემბერია.

მსმენელების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 10 დეკემბერი. 

გლობალური პანდემიის პირობებში, მიმდინარე წელს, კონფერენცია გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.imttahe.ge/

 

სიახლეებში დაბრუნება