ფინანსთა სამინისტროს აკადემია სასწავლო პროგრამაზე-ფინანსების მართვის პრინციპები კერძო სექტორში კონკურსს აცხადებს.
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტები დაეუფლონ სამეწარმეო სუბიექტებში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა ისეთ თემებში, როგორიცაა:
თითეული მოდულის დასრულების შემდეგ ტარდება გამოცდა, და მიღებული შედეგების საფუძველზე მსმენელი იღებს შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატს.
ჯგუფში განსაზღვრულია 16 მსმენელის შერჩევა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
კურსი ჩატარდება დისტანციურად, zoom.us პლატფორმაზე.
წინაპირობა:
ფინანსური აღრიცხვის და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა.
განრიგი:
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
რეგისტრაციისათვის გადადით აღნიშნულ ბმულზე:
https://forms.gle/bwi1mkNsh64N2VCU7
საკონტაქტო პირი: მარიამ ვარდოშვილი
მობ: 558 37 60 51
ელ. ფოსტა: M.vardoshvili@mof.ge