Erasmus+ გაცვლითი პროგრამა - სტუ-ს თანამშრომლებისათვის კონკურსის ვადის გაგრძელება

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა - სტუ-ს თანამშრომლებისათვის კონკურსის ვადის გაგრძელება

18-11-2020 კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობის მიზნით სააპლიკაციო განაცხადების მიღების ბოლო ვადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის 2020 წლის 27 ნოემბრამდე გაგრძელდა.

სააპლიკაციო განაცხადების ორიგინალები უნდა იქნას წარდგენილი სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში, ამასთანავე, შესაბამისი ელექტრონული ვერსიები უნდა გადაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge.

 

სიახლეებში დაბრუნება