ჟანი
კალანდაძის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში სტუ-ში2008 წლის 3-11 ივნისს, სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური კავშირის ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად გაიმართა ჟანი კალანდაძის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში. სტუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ და სტუდენტურმა კავშირმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარეს ამ ახალ ტრადიციას - ტურნირი ტრადიციული იქნება და ყოველწლიურად ჩატარდება.
ტურნირში
მონაწილეობა მიიღეს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა და სხვადასხვა ფაკულტეტის ლექტორებმა, ასევე სტუ-ს ადმინისტრაციამ. ფინალურ მატჩში ერთმანეთის პირისპირ ი.მ.ს-ის და სამშენებლოს გუნდები წარდგნენ. ძირითადი დრო 4:4 დასრულდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა - 4:2 სამშენებლოს სასარგებლოდ.გამარჯვებულ
გუნდს გადაეცა ჟ. კალანდაძის სახელობის გარდამავალი თასი.