ძვირფასო სტუდენტებო, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში შემოდგომის (II) სემესტრის განახლებულ სასწავლო განრიგს.
1. შუასემესტრული გამოცდები ჩატარდება მე-11 სასწავლო კვირაში - 2020 წლის 7-დან 12 დეკემბრის ჩათვლით, პირველი 8 სასწავლო კვირით გათვალისწინებული თემატიკის ფარგლებში, შესაბამისი ცხრილების მიხედვით. ცხრილები განთავსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე:
3. დოკუმენტური მასალის ჩაბარება მოხდება დასკვნით გამოცდებამდე, მე-16 - მე-19 კვირებში.
4. მიმდინარე აქტივობების აღდგენა მოხდება მე-17 კვირაში, 2021 წლის 25-დან 30 იანვრის ჩათვლით.
5. მე-8 - მე-10 კვირებში, 2020 წლის 16 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, მოხდება სილაბუსით გათვალისწინებული ყველა ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოს შესრულება.
6. მე-12 კვირიდან, 2020 წლის 14 დეკემბრიდან სასწავლო პროცესი წარიმართება მთლიანად (100%) ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში.
7. დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 1-დან 13 თებერვლის ჩათვლით.
8. დამატებითი გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 15-დან 20 თებერვლის ჩათვლით. დასკვნით გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ბაკალავრებისთვის შეადგენს 11 ქულას, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის - 21 ქულას. იმისთვის, რომ სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვალოს, სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - ჯამურად დააგროვოს 51 ქულა და მეტი.