საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვა სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვა სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

17-11-2020


ძვირფასო სტუდენტებო,

მინდა ყველას მოგილოცოთ ეს განსაკუთრებული დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში სტუდენტობისა და განათლების მიღების სიმბოლოა.

უნივერსიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ თქვენ - სტუდენტები ხართ. უნივერსიტეტები თქვენთვის იქმნება, სწავლულები სწორედ იმისთვის იკრიბებიან, რომ თქვენ გადმოგცენ თავიანთი ცოდნა, გაზიარონ მეცნიერების იდუმალ შრეებს. თქვენ, სტუდენტები იქნებით ჩვენი ქვეყნის განათლების, სრულყოფისა და განვითარების მომავალი ელჩები ნებისმიერ სახელმწიფოში.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ხართ აქტიურები და გამოძრავებთ არა მხოლოდ განათლების მიღების წყურვილი, არამედ  სურვილიც, მონაწილეობა მიიღოთ ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში.

გისურვებთ, ცოდნის მიღების პროცესში, ახალი აღმოჩენების გზაზე, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, თითოეულმა თქვენგანმა შეძლოთ და შეაგროვოთ გასაოცარი მოგონებები, რადგან უნივერსიტეტში გატარებული წლების განმეორება შეუძლებელია.

ძნელია, იყო მოტივირებული სტუდენტი, მაგრამ აუცილებელია. ეს მოითხოვს გულმოდგინე შრომასა და იდეების ერთგულებას იმ რთულად სავალ გზაზე, რაც მეცნიერებასა და შემეცნების ყოველდღიურ პროცესს უკავშირდება, იმ მცდელობას, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდეთ თქვენს სანუკვარ მიზანს!

გისურვებთ გამბედაობას, ჯანმრთელობას, სიახლეების წვდომას, ახალი იდეების გენერირებას, ახალი მეგობრების შეძენასა და გამოწვევების თამამად მიღებას.

ჩვენო ძვირფასებო, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ!


დავით გურგენიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი


 

სიახლეებში დაბრუნება