პროგრამის „მეცნიერების პოპულარიზაცია - ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის ფარგლებში პიესების კონკურსი გამოცხადდა

პროგრამის „მეცნიერების პოპულარიზაცია - ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის ფარგლებში პიესების კონკურსი გამოცხადდა

17-11-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს N750124 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის „მეცნიერების პოპულარიზაცია - ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტი  “CAPTAIN - მეცნიერება კაპიტანია” ხელშეწყობა“  (პროგრამული კოდი: 32 05 05) ფარგლებში, სსიპ მწერალთა სახლმა მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ (იხ. საფუძვლები) პიესების კონკურსი გამოცხადდა.

 

კონკურსის მიზანია საქართველოში ევროპული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სახელოვნებო დარგებში მეცნიერული თემატიკის ჩართვა, საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების ცხოვრების ამსახველი პიესებისა თუ სპექტაკლების შექმნა და ახალგაზრდა, ჯერ კიდევ უცნობი, დრამატურგების გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა.

 

პიესების კონკურსი 20-35 წლის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობის მსურველებს ევალებათ, შექმნან ერთი ან ორმოქმედებიანი პიესა მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:  http://writershouse.ge/geo/new/1518

 

სიახლეებში დაბრუნება