საქართველოს ტექნიკური უნივბერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება“.
კონფერენციას ორგანიზებას უწევდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი, ღია დიპლომატიის ასოციაცია, სამეცნიერო ჟურნალი „ხელისუფლება და საზოგადოება“.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი, სტუ-ს საპატიო დოქტორი პროფესორი ვილჰელმ ჰოიზერი, სტუ-ის პროფესორები ქ. ქოქრაშვილი, გ. იაშვილი, შ. დოღონაძე. კონფერენცია ჩატარდა „zoom“ პლატფორმის გამოყენებით.
მონაწილეებმა მუშაობა გააგრძელეს სექციების მიხედვით.