ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) 2020/2021 აკადემიურ წლის საზაფხულო სემესტრისათვის სტუდენტებისთვის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ონლაინ სასწავლო კურსებს აცხადებს.
პროგრამა გრძელდება 1 სემესტრის განმავლობაში (2021 წლის 8 თებერვლიდან - 2021 წლის 30 ივნისამდე), უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სასწავლო კურსი მოიცავს საკითხებს ისეთი სამეცნიერო მიმართულებებიდან, როგორიცაა არქეოლოგია, არქივთმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები, ისტორია, სოციოლოგია და სოციალური მუშაობა.
ფილოსოფიის ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს:
კრედიტების რაოდენობა შეზღუდული არაა და სტუდენტებს შეუძლიათ აარჩიონ კურსები ყველა სასწავლო მიმართულებიდან.
დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის:
კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა პასპორტის ასლი უნდა გადააგზავნონ ელ-ფოსტაზე: tomas.hercik@uhk.cz და, ასევე, წარმოადგინონ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში, ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge
რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 11.12.2020.
სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.