სტუ-ში ბრიტანეთის საბჭოს ახალი პროექტი - ინგლისურის კლუბი (English Club) იწყება

სტუ-ში ბრიტანეთის საბჭოს ახალი პროექტი - ინგლისურის კლუბი (English Club) იწყება

11-11-2020

ინგლისურის კლუბი (English Club), არის ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივა, რომელიც სტუ-ს სტუდენტებს სთავაზობს უფასო, ონლაინ, ინტენსიურ კურსებს ინგლისურ ენაში. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ. ინგლისური კლუბების პროგრამის საერთო ხანგრძლივობაა 20 კვირა.  კურსს წაიყვანს ბრიტანეთის საბჭოს მიერ შერჩეული მასწავლებელი. პროექტის მიმდინარე ეტაპზე (2020 ნოემბერი - 2021 აპრილი) შესაძლებელია მომზადდეს სტუ-ს 20  სტუდენტი.  კურსს წაიყვანს ბრიტანეთის საბჭოს მიერ შერჩეული მასწავლებელი და ის შეეხება შემდეგ ოთხ მიმართულებას:

  1. ინგლისური ენის სწავლა;
  2. ენობრივი და პროფესიული უნარები;
  3. სამუშაო (პროფესიული) გარემო;
  4. სამეწარმეო უნარები;

სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმები საკმაოდ კონკრეტულია.

კერძოდ, ინგლისურის კლუბის  მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა შერჩევის კრიტერიუმებია: 

a. ინგლისური ენის დონე უნდა იყოს მინიმუმ A2.

b. აპლიკანტებისთვის ინგლისური ენის დონის შესამოწმებლად ჩატარდება ონლაინ ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს აქვს არანაკლებ A2 დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მაშინ ის ტესტირებაში არ მიიღებს მონაწილეობას.

c.   სტუდენტებმა უნდა დაწერონ სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ქართულ ენაზე), რომელშიც აღწერილია, თუ რატომ უნდა მიიღონ ისინი პროგრამაში;

d. ნომინირებული სტუდენტები უნდა იყვნენ სრულწლოვანი;

e. ნომინირებული სტუდენტები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი Creative Spark პროგრამაში;

f.    სტუდენტები ვალდებულნი არიან დაასრულონ მთელი პროგრამა 20 კვირის განმავლობაში (60 წთ სესიები კვირაში ორჯერ) 2020 წლის ნოემბრიდან - 2021 წლის აპრილის ბოლომდე;

g. პროგრამის დასრულებისას, სტუდენტები შეასრულებენ საბოლოო დავალებებს. (პრეზენტაციების სახით);

h. ინგლისურ კლუბში გაწევრიანების მსურველ სტუდენტები შეირჩევიან მასპინძელი ინსტიტუტის და მათი ბრიტანელი პარტნიორების მიერ, მათ შორის, ინგლისური ენის ცოდნის შემოწმებისათვის ჩატარებული ტესტირების შედეგად მიღებულ რანჟირებული სიის საფუძველზე. 20 სტუდენტის შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიტანეთის საბჭოს პროექტის გუნდი ქვეყანაში.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირედი ნომერი, ტელეფონის ნომერი) და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელ.მისამართზე innovations@gtu.ge  15 ნოემბრის 20:00 საათამდე.

 

ონლაინ ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 16 ნოემბერს, 15:00 საათზე. დამატებით ინფორმაციას ონლაინ ტესტირების შესახებ მიიღებთ ელექტორნულ ფოსტაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით სტუ-ს ინოვაცების ცენტრს.

მისამართი   ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას 77  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული შენობა, ინოვაციების ცენტრი, ოთახი #166);

ელ. ფოსტა:   innovations@gtu.ge

ტელეფონი: (+995 32) 236 51 73;

 

სიახლეებში დაბრუნება