25 ნოემბრიდან გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში პოსტერების კონკურსი იწყება.
კონკურსის აღწერა:
ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა მსოფლიოში, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება და მოიაზრებს როგორც ფემიციდს, ოჯახში ძალადობას და სექსუალურ შევიწროვებას, ასევე დისკრიმინაციას არსებული სტერეოტიპების გამო.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს გენდერული ნიშნით ძალადობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
კამპანია იწყება 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს და გრძელდება 10 დეკემბრამდე.
პოსტერები უნდა შეიქმნას გენდერული ძალადობის თემატიკის გარშემო და დაეფუძნოს USAID/PROLoG-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში “შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები” გამარჯვებულ ფრაზებს.
პოსტერები უნდა შეიქმნას შემდეგი გამონათქვამების გარშემო:
კონკურსის პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ზემოთ მითითებულ ერთ-ერთ გამონათქვამზე შექმნილი პოსტერი.
ტექნიკური მოთხოვნები:
ზომა: A2 (მინიმუმ 2400 პიქსელი)
ფორმატი: jpeg, png, bmp, PDF
განცხადებები მიიღება 2020 წლის 25 ნოემბრამდე (17:00 სთ), ელ. ფოსტაზე: elekishvili@ewmi.org
გამარჯვებულების გამოვლენა:
განაცხადების წარდგენის პერიოდის დასრულების შემდგომ, შესარჩევი კომისია გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
კრიტერიუმი #1: პოსტერის შესაბამისობა კონკურსის თემატიკასთან;
კრიტერიუმი #2: პოსტერის რომელიმე გამონათქვამთან მისადაგება;
კრიტერიუმი #3: პოსტერის ვიზუალური მხარე.
კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 2020 წლის 2 დეკემბერს და გადაეცემათ შესაბამისი ჯილდო.
პრიზები: