„ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი!“ - კონკურსი სტუდენტებისთვის

„ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი!“ - კონკურსი სტუდენტებისთვის

11-11-2020

2020 წლის მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი - ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი!“ .

კონკურსის შედეგად, შვიდი გამარჯვებული გამოვლინდება და მათ კომერციული ბანკები 500 ლარიანი ანაბრით დააჯილდოვებენ. ნაშრომები კი,  ფინანსური განათლების პორტალზე გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ფინანსური განათლების პორტალი www.finedu.gov.ge. ვებსაიტზე ბევრი საინტერესო, ობიექტური და სანდო ინფორმაციაა თავმოყრილი ცხოვრებისეული ფინანსების თემაზე და მისი გაცნობა სასარგებლოა  ნებისმიერი მკითხველისათვის, მათ შორის, სტუდენტებისათვის.   

კონკურსის შესახებ  დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია - შესახებ იხილეთ ბმული.

  დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს-https://www.facebook.com/events/997555673988565/.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაშიგთხოვთ,  დაუკავშირდეთ ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების თანამშრომელს, მარიამ ვატიტაძეს, ნომერზე 599 559 514.

კონკურსი - ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი!“  - საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალფინედუს" (www.finedu.gov.ge) და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ორგანიზებით, ასევე, 7 კომერციული ბანკის - „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ბაზისბანკი“, „კრედო ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ფინკა ბანკი საქართველო“, „ტერაბანკი“- ჩართულობითა და მხარდაჭერით ჩატარდება.

 

სიახლეებში დაბრუნება