კომპანია Qarva-ს დეველოპმენტის დეპარტამენტი საინფორმაციო ტექნოლოგიების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას აცხადებს.
კომპანია ეძებს მეგობრულ, ინიციატივების მოყვარულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტაჟიორებს.
დაინტერესებულმა პირებმა, სამოტივაციო წერილი და საკონტაქტო მონაცემები უნდა გააგზავნონ ელ. ფოსტაზე: HR@qarva.com .
ამასთანავე, მსურველმა სათაურში უნდა მიუთითოს - „სტაჟირება“.
სტაჟირების პროგრამა Qarva-ში:
კომპანიის შესახებ:
ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, Qarva Multipipe, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია.
2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting)-ის წევრი. DVB - ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს.
მისამართია: თბილისი, ირაკლი გამყრელიძის N3.