საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

09-11-2020


საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა,  - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაცნობით ხასიათს ატარებდა. ელჩი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს ვიდას კავალიაუსკასს შეხვდა, დაათვალიერა ცენტრი და განიხილა წლების მანძილზე ცენტრსა და საელჩოს შორის არსებული წარმატებული პარტნიორობა და სამომავლო გეგმები.

 

„უკვე რვა წელია ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი წარმატებით ამზადებს მოტივირებულ ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ლიეტუვური ენის შესწავლა, სხვადასხვა პროექტის ინიცირება, ლიეტუვისა და მისი კულტურის გაცნობა. ცენტრი ხელს უწყობს სტუდენტებს, აღმოაჩინონ სასწავლო პროგრამები ლიეტუვაში და ამით ხელს უწყობს ახლო, ორმხრივ კავშირებს ხალხებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიის პირობებშიც კი ინტერესი ლიეტუვურ ენასთან დაკავშირებით მზარდია. ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი მზად არის, წვლილი შეიტანოს ერთობლივ ინიციატივებში, რომლებიც უკავშირდება ისტორიულ მეხსიერებას და ეროვნული უმცირესობების როლს ქართული და ლიეტუვური სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში“, - განაცხადა ანდრიუს კალინდრასმა.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, სტუ-ის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრს საპასუხისმგებლო მისია აკისრია, რაც ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ლიეტუვური ენა, ეზიარონ საქართველოს ახლო მეგობარი ქვეყნის კულტურას, ცივილიზაციას და ლიეტუვას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთონ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საუბარი შეეხო არსებული პარტნიორობის გაფართოებას და ლიეტუვური კულტურის უფრო მასშტაბურ წარდგენას ქართული საზოგადოებისათვის. იმედი გვაქვს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ლიეტუვური ცენტრის მეშვეობით, კიდევ მრავალ წარმატებულ პროექტს განახორციელებს. ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს, ლიეტუვას მთავრობას და საელჩოს საქართველოში, ასევე, საქართველოს საელჩოს ლიეტუვას რესპუბლიკაში იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რაც ასე იგრძნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

 

საქართველოს ტექნიკური უნივბერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი მხარდაჭერილია ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსა და ლიეტუვის სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ. დაარსებიდან დღემდე, ცენტრში 350-მდე სტუდენტი სწავლობდა.


 

სიახლეებში დაბრუნება