ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

06-11-2020

2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)  ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology – LUT) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში  კონკურსს აცხადებს.


შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე

ლუბლინის უნივერსიტეტში ERASMUS+ მობილობასთან დაკავშირებით სააპლიკაციო პროცედურებისა და სათანადო დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 2 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. პრიორიტეულია შემდეგი მიმართულებები: არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება; მშენებლობა და სამოქალაქო არქიტექტურა; ელექტროენერგეტიკა და ენერგეტიკა; ინფოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები; ინჟინერინგი და საინჟინრო მეცნიერებები; გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები; მექანიკა და ლითონდამუშავება; ავტომობილების, გემებისა და თვითმფრინავების ინჟინერია; მათემატიკა; კომპიუტერული მეცნიერებები; ბიზნესი და ადმინისტრირება).

 

სიახლეებში დაბრუნება