ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2020/21 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

05-11-2020

ტიმიშოარას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Università Politecnica di Timișoara - UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში  2020-2021 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი) კონკურსს აცხადებს.

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2020
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე

ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები და სტუდენტებისთვის სასარგებლო დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.


ტიმიშოარას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური კალენდარი იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე.

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები - გეოდეზია, მექანიკა და მეტალურგია, კომპიუტერული მეცნიერებები, მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, ბიზნესი და ადმინისტრირება).

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.11.20
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე

საინფორმაციო გზამკვლევი და დამატებითი ინფორმაცია ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური და 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, გეოდეზია, მექანიკა და მეტალურგია, კომპიუტერული მეცნიერებები, მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, ბიზნესი და ადმინისტრირება).

 

სიახლეებში დაბრუნება