სტუ
სტუ-ში არსებულმა კლუბმა “ტაძარი” და მისმა ხელმძღვანელმა ლაშა ფარულავამ 12 ივნისს მანავის მიმართულებით გააგზავნა სტუდენტთა რაზმი (სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები). სტუდენტები მანავში 10 დღის განმავლობაში დარჩებიან. ისინი შეასრულებენ არქეოლოგიურ სამუშაოებს, დაასუფთავებენ ციხის მიმდებარე ტერიტორიას და გაეცნობიან ამ ძეგლების ისტორიულ მნიშვნელობებს.
– “
კლუბი “ტაძარი” კიდევ გეგმავს მრავალ ასეთ ღონისძიებას, მომავალში ჩვენ ვაპირებთ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების გამგზავრებას ხერთვისის, პეტრას ციხის, ყაზბეგის და ბებრის ციხის მიმართულებით” – აღნიშნა კლუბ “ტაძარის” ხელმძღვანელმა ლ. ფარულავამ.